ახალი ამბები
პარლამენტმა ''ოფშორების კანონზე'' პრეზიდენტის ვეტო დაძლია
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 29 მაისს, მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ე.წ "ოფშორების კანონზე" და პრეზიდენტის ვეტო დაძლია.


შედეგად, დამტკიცდა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების პირვანდელი რედაქცია, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო.

საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას
საქართველოს პარლამენტმა მხარი 19 აპრილს დაუჭირა,  რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
ამ კანონის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება.

ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში შემდეგი საგადასახადო შეღავათები წესდება:

აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;

აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;

საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
კანონს 3 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში წერია, რომ რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება დაჩქარებული წესით დაამტკიცონ.

ასევე პრეზიდენტს მოყვანილი ჰყავდა დარგის ექსპერტების შეფასება, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რამე თუ გამჭვირვალობა და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირში ბიზნესის წარმოების სავალდებულო მოთხოვნაა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა
დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
11:33 / 21.11.2024
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.
16:53 / 20.11.2024
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.