ახალი ამბები
აშშ აწესებს სავიზო რეჟიმის პოლიტიკას  იმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის შეფერხებაში
FaceBook
სავიზო შეზღუდვების დაწესება "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს,
- ეს გადაწყვეტილება  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო იმ პირების მიმართ რომლებიც აფერხებენ და  ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. 

ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის.

გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

ამის თაობაზე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა 24 მაისს.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და მიიღო "უცხოური გავლენის"  შესახებ კანონი, რომელიც შეზღუდავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, სტიგმატიზირებას მოახდენს ორგანიზაციებისა, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც აწვდიან მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ინფორმაციას.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს კანონის მიღებას, ჩვენ ვნახეთ დაშინებისა და ძალადობის  კამპანიის ნათელი მანიშნებლები  მშვიდობიანი, განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

როგორც "ნაციონალური უსაფრთხოების კანონი", ასევე რეპრესიული მეთოდები, რომლებიც  გამოიყენება ლეგიტიმური წინააღმდეგობის  ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში  – ევროატლანტიკური ინტეგრაცია  და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან.

ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შეფერხებაში.

ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვაზე  ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას და ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტია. ყველა, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდეგ – შეიძლება შეეზღუდოს აშშ–ის ვიზის  მიღების და აშშ-ში მოგზაურობის უფლება. ეს შეზღუდვები შეიძლება შეეხოს ასეთი პირების ოჯახის წევრებსაც.

დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები კვლავ განიხილავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს  დემოკრატიული და ევროატლანტიკური სივრცეში  წინსვლისთვის.

ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს.

სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ეფუძნება იმიგრაციისა და ნაციონალური აქტის 212 (ა)(3)(ჩ) პუნქტს, რომელიც  სახელმწიფო დეპარტამენტს  აძლევს შესაძლებლობას დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკური პირებს, ამჟამინდელ და ყოფილ, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორებს და მათი ოჯახის წევრებს,  რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან დემოკრატიის შეფერხებაზე საქართველოში, მათ შორის ძალადობის და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელების შეზღუდვაში" ( თარგმანი:ნეტგაზეთი).

სავიზო სანქციების გარდა აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში განიხილება ფინანსური სანქციებიც.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილიდან 11
აპრილამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი,
მაღალმთაში ზოგან თოვლი.
11:28 / 08.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი.
, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება
18:58 / 07.04.2025
, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება "მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.