გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილიდან 11
აპრილამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი,
მაღალმთაში ზოგან თოვლი.
ასევე, მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5
ბალიანი შტორმი.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა
შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო
პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მაღალმთიან
რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და
მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება.
მასალის გამოყენების პირობები