, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება "მთავრობის ან
მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს
თანხმობა".
ამის შესახებ წერია "ქართული ოცნების" მიერ დაინიციირებულ
კანონპროექტში.
აღნიშნულ კანონპროექტში, რომელიც სადაო პარლამენტში დააინიცირა
"ოცნებამ", ასევე აღნიშნულია, რომ დონორი ორგანიზაცია ვალდებული
იქნება, წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი.
"გრანტების შესახებ" კანონში ჩნდება "აკრძალული გრანტის" ცნებაც. ეს
ცნება გავრცელდება დონორის მიერ ორგანიზაციის დაფინანსებაზე, თუ მას
არ ექნება მთავრობის თანხმობა.
თუმცა ეს წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის,
ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს
საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და
სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ისევე
როგორც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის
მიღებაზე.
სამაგიეროდ "აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების
დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით", - სიმკაცრეს იჩენენ
კანონპროექტის ავტორები.
გრანტის გაცემისა და მიღების "კანონიერებას" ანტიკორუფციული ბიურო
შეამოწმებს.
მასალის გამოყენების პირობები