შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების მიხედვით, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 347 პირი
დაშავდა.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მშენებლობის
სფეროში იყო.
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის
შედეგად გარდაცვლილი 34 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 100
ქალი და 247 კაცი.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა შრომით უფლებებს,
ანგარიშის მიხედვით, 18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების
აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგად 2023 წლის საანგარიშო პერიოდში
დარღვევა გამოვლინდა 11 სამუშაო ადგილზე 23 არასრულწლოვანთან
მიმართებით.
უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევების
შედეგად საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსი"-ს
შესაბამისად გაიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი -
დაჯარიმების შესახებ და ჯამში, არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების
დარღვევის საფუძვლით, ჯარიმის ოდენობამ 64 400 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები