ახალი ამბები
"2027 წლამდეც რომ დაგვჭირდეს აქ დგომა, ვიდგებით, არ დავიღლებით"- პროტესტის 58-ე დღე შუქრუთში
FaceBook
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ.

ადგილობრივები „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად გარემოსა და საცხოვრებელ სახლებზე მიყენებულ ზიანს 58-ე დღეა აპროტესტებენ.

მათი თქმით, წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ.

„დღეს, პროტესტის 58-ე დღეა და ამ ხნის მანძილზე აბსოლუტურად არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა არავის მხრიდან. ვინც აქ ვდგავართ, ამ ადამიანების გარდა, ერთიც არ მოსულა ამბის საკითხად, თუმცა, ჩვენ არ ვიღლებით, 2027 წლამდეც რომ დაგვჭირდეს აქ დგომა, ვიდგებით, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი კანონიერი მოთხოვნები“,- განმარტავს „ქუთაისიპოსტთან“ ადგილობრივი მცხოვრები გიორგი ნეფარიძე.

მისივე თქმით, ამდენივე, 58-ე დღეა, რაც შუქრუთში არსებული ყველა ვახტა და მაღარო სოლიდარობის ნიშნად გაჩერებულია, თუმცა "ჯორჯიან მანგანეზს" არც ამაზე ჰქონია რამე რეაგირება.

კომპანიამ ოფიციალური განცხადება ერთადერთხელ, პროტესტის მეორე დღეს გაავრცელა. მათი განმარტებით, ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.

ადგილობრივების პროტესტით მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა, რომლის წარმომადგენელიც შუქრუთში 11 აპრილს იმყოფებოდა. საიამ ხელისუფლებას მოუწოდა, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე პროტესტით და საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედოს იქ მაცხოვრებელთა საკუთრების უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახალხო დამცველის პოზიციას, ჩვენ მათ პროტესტიდან ერთი თვის თავზე დავუკავშირდით. პრესსამსახურებში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ პროტესტის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა, შეხვდებიან თუ არა მთავრობის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს, ამაზე კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს. მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატში განმარტეს, რომ შუქრუთში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებენ და თუ გამოიკვეთება მათი ჩართვის საჭიროება, ჩაერთვებიან. თუმცა, რას ნიშნავს "ჩართვის საჭიროება", არც ეს დაუზუსტებიათ.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


ამავე თემაზე:

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე პროტესტით"- საიას განცხადება

ერთთვიანი პროტესტი შუქრუთში და არანაირი გამოხმაურება ხელისუფლებიდან


პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა მაღარო გაჩერებულია

23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს, ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ტოვებს

სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა გრძელდება

"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"- პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში

პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ შუქრუთში


"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.