საბაგირო მოწამეთას-გელათსა და ქუთაისს ერთმანეთთან დააკავშირებს
2020 წლამდე ქუთაისს ახალი საბაგირო უნდა ჰქონდეს. ადგილობრივი
ხელისუფლება მოწამეთასა და გელათს ქუთაისთან საბაგირო გზით
დააკავშირებს.
მოწამეთა-გელათი-ქუთაისი - ახალი საბაგირო გზის მოწყობას ხელისუფლება
სავარაუდოდ იმ კომპანიას დაუკვეთავს, რომელმაც სვანეთში უკვე გააკეთა
საბაგირო.
"სულ სამი ფირმაა, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს. ვფიქრობთ,
მოლაპარაკებებს იმ კომპანიასთან დავიწყებთ, რომელმაც სვანეთში უკვე
გააკეთა საბაგირო და ჩვენიც ანალოგიური იქნება",-განაცხადა ქალაქის
მერმა შოთა მურღულიამ.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა დაუჯდება ქალაქს ახალი საბაგირო, თუმცა,
მურღულიას თქმით, მოლაპარაკება სავარაუდოდ 15 წლიანი კრედიტის პირობით
დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები