ახალი ამბები
"ქუთაისი 2020" - ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმა
FaceBook
2020 წლისთვის ქუთაისი დასავლეთ საქართველოს ცენტრი უნდა იყოს

ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურმა ქალაქის საშუალოვადიანი განვითარების გეგმის სამუშაო ვერსია წარმოადგინა.

სტარტეგიული განვითარების გეგმაში, ქუთაისი, ყველა წამყვან სფეროში განხილულია როგორც დასავლეთ საქართველოს ცენტრი. ქალაქის ხელისუფლება აპირებს, რომ 2020 წელს ქუთაისი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ნომერ პირველ ქალაქად აქციოს.

"ქუთაისი უნდა გახდეს რეგიონის ლიდერი და მას ამისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს",-ამბობს ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი.

ქალაქის მომავალთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის ამბიციური გეგმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მოისმინეს.

7 პუნქტიანი გეგმა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და ყველა პუნქტში ქუთაისს ლიდერის როლს აკისრებს.

ქალაქის უპირველეს დანიშნულებად პროექტის ავტორები ადმინისტრაციულ ფუნქციას ასახელებენ. შესაბამისად, პროექტის მიხედვით, 2020 წლისთვის ქუთაისი დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული ცენტრი უნდა იყოს.

უახლოეს წლებში ქვეყნის დასავლეთ ნაწილის კულტურა, სპორტი, განათლება, ვაჭრობა-ლოჯისტიკა და მედიცინა სწორედ ქუთაისში უნდა ცენტრალიზდეს. ამ სფეროების ცენტრად ადგილობრივ ხელისუფლებას ქუთაისი წარმოუდგენია.

2020 წლისთვის ქუთაისმა კვლავ უნდა დაიბრუნოს ინდუსტრიული ქალაქის სტატუსი, თუმცა, შემცირებული მასშტაბით. სტრატეგიული განვითარების გეგმის მეექვსე პუნქტის მიხედვით, ქუთაისი მცირე ინდუსტრიების ცენტრი გახდება.

კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს ხელისუფლებას  ტურიზმთან დაკავშირებით.

ქალაქის მერი შოთა მურღულია ამბობს, რომ სვანეთში ახალი კურორტული ზონის გახსნამ, რასაც ქუთაისი-სვანეთის გზის მშენებლობა უნდა მოყვეს, ქუთაისს დამატებითი შესაძლებლობები გაუჩინა. ამასთანავე, ქუთაისს აქვს შანსი ტურისტული თვალსაზრისით დაუკავშირდეს რაჭასაც და კიდევ უფრო გაზარდოს მისი ტურისტული პოტენციალი.

სტრატეგიული განვითარების გეგმაში არაფერია ნათქვამი რა დადებითი ეფექტი უნდა მოახდინოს ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ცენტრად გადაქცევამ საერთო სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, მაშინ, როცა,  პროექტის ყველა   ქვეპუნქტში სუსტ მხარედ სწორედ  უმუშევარობის მაღალი მაჩვენებელი სახელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობა პროექტთან დაკავშირებით დაინტერსებული პირების მიერ შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღებასაც აპირებს.

ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ სტრატეგიული განვითარების გეგმა იქნება მუდმივად განახლებადი და მის ფორმირებაში როგორც არსამთავრობო სექტორის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.