გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 12
აპრილის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ქარის სიჩქარე დღეს, 8 აპრილის ღამის საათებში
შესუსტდება, თუმცა ქარი 10 აპრილამდე შენარჩუნდება.
"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 12 აპრილის ჩათვლით, 21-24 გრადუსი
სითბო დაფიქსირდება. 11 და 12 აპრილს ღამის სათებში კი შესაძლოა
გაწვიმდეს",- განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, 13 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 14-ის ჩათვლით
იწვიმებს. შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე
დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები