"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა გიგა
შუშანიამ გუშინ მატჩის დაწყებამდე დადებული პირობა შეასრულა:
ქუთაისის მერს ხელი ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების
გამარჯვება მიულოცა.
გიგა შუშანიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ საქართველოს
ნაკრები ევროპის
ჩემპიონატზე საგზურს მოიპოვებდა, საკრებულოს
სხდომაზე ქუთაისის მერს გადაეხვეოდა და მიულოცავდა.
''გილოცავთ ჩვენი გუნდის გამარჯვებას, პირობა შევასრულე''-უთხრა გიგა
შუშანიამ ქუთაისის მერს საკრებულოს სხდომაზე.
მერმა ენმ-ის დეპუტატს მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას საქართველოს
ნაკრების გამარჯვება მიულოცა.
"საქართველო წინ მიდის. საამაყოა რაც გუშინ მოხდა, გილოცავთ ამ დიდ
გამარჯვებას", - აღნიშნა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა
საკრებულოს სხდომაზე.
26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი
დაამარცხა, ანგარიშით 4:2. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველო
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემიონატზე პირველად თურქეთს შეხვდება.
თამაში 18 ივნისს გერმანიაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები