ავიაკომპანია Wizz air-მა 10-17 ივნისისთვის გერმანიის მიმართულებით
ბილეთების ფასი გაზარდა.
10 ივნისისა და 17 ივნისის ბილეთებს შორის ფასი თითქმის 3-ჯერ არის
მომატებული.
10 ივნისს ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ბილეთი 609 ლარი ღირს, 17
ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319
ლარი, 21 ივნისს კი 1 060 ლარი.
შედეგად გამოდის, რომ საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშზე ფეხბურთის
გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა ძვირი დაუჯდებათ.
26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით
4:2 და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფლება მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაში
18 ივნისს გერმანიაში, დორტმუნდშია დაგეგმილი.
საფეხბურთო გუნდი თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები