გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა, ბოლო 10 დღეში, 171 ოჯახი და
34 ინფრასტრუქტურული ობიექტი შეაფასეს.
უწყების ინფორმაციით, სპეციალისტების 6 ჯგუფი რაჭა-ლეჩხუმის,
იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში. კერძოდ,
ონის, ამბროლაურის, ცაგერის ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის,
ადიგენის, ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში
იმყოფებოდა.
"გეოლოგების ჯგუფების მიერ, საველე კვლევების პროცესში შეფასებული
იქნა, როგორც მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი
სახლები, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული
ობიექტები. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და
სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი
რეკომენდაციები", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, თოვლის დნობის
პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, რომელმაც, თავის მხრივ, ბუნებრივად
ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მასშტაბის სტიქიური
პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის
ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია.
6-7 თებერვალს მოსულმა სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ბაღდათის,
ხაშურის, გორის, ლანჩხუთის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურის, ხულოსა და
ქედის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. სტიქია მსხვერპლით დასრულდება
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე
შეიწირა. ასევე ხულოსა და ქედაშიც, სადაც ზვავისა და მეწყრის შედეგად
2 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები