ქუთაისის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებისთვის
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 1-ლი იანვრიდან უფასო იქნება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე
დაუჭირეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ახალი ინიციატივა „სპეციალური სერვისების“
302 თანამშრომელს შეეხება.
ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საშეღავათო ტარიფით,
ჯამში, 60 ათასი მოქალაქე სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები