გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ
საქართველოში, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 4 დეკემბერს, მზიანი ამინდი შენარჩუნდება. 5-6
დეკემბერს კი მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოსვლა და
დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში კი - თოვლი.
"6-ში შედარებით გამოიდარებს, თუმცა მოსალოდნელია ცვალებადი
მიმართულების ქარი. 7 დეკემბერს, საღამოდან, მთელი დღის განმავლობაში
იქნება წვიმა, გრილი ამინდი, რომელიც შენარჩუნდება 9-10 დეკემბერსაც",
- ამბობს დოდო გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, იმერეთში, ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 14-16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები