ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ. 52
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზეც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან
ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო
გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები