მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 164
176 მგზავრსა და 472 რეისს მოემსახურა.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, 2022 წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 415%-ით, ხოლო რეისების
რაოდენობა 325%-ით არის გაზრდილი.
მათივე ინფორმაციით, 10 თვეში, ქუთაისის აეროპორტი 1 380 548 მგზავრს
მოემსახურა. ამავე პერიოდში შესრულდა 4 087 რეისი.
ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრების რაოდენობა, 2022 წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, 107%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 55%-ით არის
გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები