გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აგვისტოს,
საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას (ზოგან ძლიერს), ელჭექს, სეტყვასა და
ქარს, ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ზოგან), ხოლო
დღისით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში პროგნოზირებენ.
როგორც სააგენტოსი აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა
საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი
მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები