გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე,
საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ხანმოკლე
წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან
შესაძლებელია სეტყვაც.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები