ახალი ამბები
ჩაქვში, აუზში, ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით, სასტუმროს ადვოკატმა კომენტარი გააკეთა
FaceBook
ჩაქვში, აუზში დაღუპული 5 წლის ბავშვი ქუთაისიდან იყო.
შემთხვევა გუშინ, შუადღისას მოხდა. მომხდარი ტრაგედიიდან 24 საათის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ადმინისტრაციამ.

სასტუმროს ადვოკატი ამბობს, რომ მომხდარიდან რამდენიმე წამში, შემთხვევის ადგილას მივიდნენ მაშველები და სასტუმროს სამედიცინო პუნქტის წარმომადგენლები. ყველა აუზთან თითო მაშველის ყოფნის ვალდებულება კი არ არსებობს.

უფლებადამცველ კახა წერეთელის თქმით, ყველა სხვა დანარჩენი ვალდებლება სასტუმროს დაცული ჰქონდა და მონაცემები სრულად მიაწოდა გამოძიებას.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და დოკუმენტებით, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულებები დაცულია, თუმცა სრული ინფორმაცია წარედგინება გამოძიებას, ასევე ჩვენებების სახით და საბოლოო ანგარიშს და შეფასებებს გააკეთებს გამოძიება“, - განმარტა კახა წერეთელმა.

5 წლის ბავშვი სასტუმროს აუზში გუშინ დაიხრჩო. წყლიდან ის ერთ-ერთმა დამსვენებელმა ამოიყვანა. მის გადარჩენას ექთანი და მაშველი, შემდეგ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
13:45 / 15.04.2025

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი სიხშირით) განაახლებს.

13:12 / 15.04.2025
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მიზნით, ათობით საჯარო სტრუქტურიდან, 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.