15 ივლისამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
15-17 ივლისს კი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
დროგამოშვებით იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 ივლისს კი
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი
იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა
ელჭექით არის მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება
მასალის გამოყენების პირობები