მერიის თანამშრომლები ლატვიაში 3 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ
ლატვიის ქალაქ რიგაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე
,,ბალტურ 2016'', ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა, იმერეთის ტურისტული პოტენციალი წარმოაჩინეს.
გამოფენაზე ქუთაისის სტენდი დაათვალიერა ლატვიაში საქართველოს ელჩმა
თეიმურაზ ჯანჯალიამ.
უკვე ცნობილია, რომ ქუთაისს უახლოეს მომავალში ეწვევიან ლატვიის
რამოდენიმე ქალაქის ხელმძღვანელი პირები. სტუმრები გაეცნობიან
ქუთაისის საინვესტიციო გარემოს და შეიმუშავებენ გეგმებს სამომავლო
ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის.
ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
თანამშრომლები ლატვიის დედაქალაქში 3 დღიანი მივლინებით
იმყოფებოდნენ.
ქუთაისის ბიუჯეტში სამივლონებო ხარჯები 30 000 ლარს შეადგენს, რაც
გასული წლის ხარჯებთან შედარებით
ორჯერ მეტია
მასალის გამოყენების პირობები