ქუთაისში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო
18:31 / 05.04.2023
ქუთაისის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლის შესაძლო ცემის
ფაქტზე მანდატურის სამსახური ჩაერთო.
სკოლის დირექტორის დიმიტრი ქარსელაძის განმარტებით, უკვე გამოიკითხა
მასწავლებელი, ახლა კი მოსწავლეებთან მიმდინარეობს გასაუბრება.
"ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში, მოსწავლის
უფლება იყოს დაცული. მანდატურებმა უკვე გამოკითხეს ეს მასწავლებელი,
ახლა მიმდინარეობს მოსწავლეებთან გასაუბრება", - ამბობს სკოლის
დირექტორი.
დღეს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ
ისტორია-სამოქალაქოს მასწავლებელი მოსწავლეზე ძალადობს.
ვიდეო ნინი კვიჟინაძე
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია
ცქიტიშვილის თქმით, მომხადრი ფაქტით შესაბამისი ორგანოები უკვე
დაინტერესდნენ, მათ შორის, რესურსენტრის აუდიტის
სამსახურიც.
"გამოიკითხება, როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგებიც და მშობლებიც",
- ამბობს ცქიტიშვილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები