ახალი ამბები
რომელი დაავადებებით იღუპებიან ყველაზე ხშირად საქართველოში
FaceBook
ექსპერტთა ვარაუდით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი 2030 წლისათვის 23,6 მლნ.-ს მიაღწევს.

სისხლის მიმოქცევის სისტემების, სისხლძარღვთა და გულის დაავადებები - საქართველოში ადამიანები ყველაზე ხშირად სწორედ ამ დიაგნოზით იღუპებიან.

"საქსტატის" ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2014 წელს, ყველაზე მეტი გარდაცვალების ფაქტი ადამიანებში, სისხლის მიმოქცევის სისტემების დაავადებებით იყო გამოწვეული.

კერძოდ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წელს, სისხლის მიმოქცევის სისტემების დაავადებებით, საქართველოში 20 619 ადაიანია გარდაცვლილი.

სისხლის მიმოქცევის სისტემების დაავადებების გამომწვევი მიზეზები, როგორც მედიკოსები ამბობენ, სხვადასხვაგვარია, თუმცა არსებობს კონკრეტული რისკფაქტორები, რომლებიც დაავადების განვითარებას ხელს უწყობენ.

ანგიოქირურგ გიორგი ხელაძეს განმარტებით, მიზეზები, რომლებიც სისხლის მიმოქცევის სისტემების დაავადებების განვითარებას განაპირობებენ - თამბაქოს წევა, არასწორი კვება, სისხლში ქოლესტეროლის მომატებული დონე, სიმსუქნე, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ცხოვრების უმოძრაო წესი, ნერვული სტრესი, მოუწესრიგებელი შაქრიანი დიაბეტი და სისხლის მომატებული არტერიული წნევაა.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2012 წლის მონაცემებით, სიკვდილის მიზეზთა ათეულში პირველ ადგილზე თავის ტვინის ინსულტი და მეორე ადგილზე გულის ინფარქტია. ორივე ეს დაავადება გულსისხლძარღვთა სისტების პრობლემით არის გამოწვეული," - ამბობს ანგიოქირურგი გიორგი ხელაძე.

მისივე თქმით, ხშირად პაციენტის მდომარეობა გართულებულია ექიმთან დაგვიანებული ვიზიტის გამო.

"მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი მოსახლეობის დაბალი სამედიცინო განათლების დონე და დაგვიანებული მიმართვა ექიმთან,"- აცხადებს ხელაძე.

სისხლის მიმოქცევის სისტემების განვითარების რისკს ასევე ასაკობრივი ფაქტორი ზრდის.

"55-60 წლის ზემოთ მეტი რისკია ამ დაავადებების განვითარების თვალსაზრისით, თუმცა სისხლის მიმოქცევის სისტემების დაავადებათა გაახალგაზრდავების მხრივ, დღეს მთელ მსოფლიოში საგანგაშო სტატისტიკაა. საქართველოში ამ მხრივ სტატისტიკური მონაცემები ჯერ არა გვაქვს, თუმცა ამას ჩვენი ყოველდღიური დაკვირვება და ახალგაზრდა პაციენტთა გახშირებული მომართვიანობა გვაფიქრებინებს," - ამბობენ ანგიოქირურგები.

მედიკოსები სისხლის მიმოქცევის სისტემების დაავადებების პრევენციის მიზნით მოსახლეობას  ჯანსაღი ცხვოვრების წესის არჩევისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ხშირი კონტროლისკენ მოუწდებენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მედიკოსების თქმით,  სწორ კვებას, სპორტით აქტიურად დაკავებას,  მავნე ჩვევებზე უარის თქმას (სიგარეტის მოწევასა და ალკოჰოლოს ჭარბ მოხმარებას), მჯდომარე ცხოვრების წესის ფეხით სიარულით ჩანაცვლებას და  ჭარბ წონასთან ბრძოლას გულისხმობს.

"მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რომ არასწორ კვებით ქცევაში იგულისხმება ასევე მარილის ჭარბი გამოყენება, რაც ჰიპერტონიის ხელემწყობი ფაქტორია, ჰიპერტონული დაავადება კი საფუძველია მრავალი სისხლძარღვთა დაავადების," - ამბობს ანგიოქირურგი გიორგი ხელაძე.

მისივე თქმით, პაციენტების მხრიდან პრევენციული ზომების მიღების პარალელურად, ასევე სახელმწიფო ჯანდაცვის მხრივ მეტი ყურადღებაა საჭირო.

"აუცილებელია ამ დაავადებათა პრევენციაზე მოხდეს მეტი ფოკუსირება ჯანდაცვის პროგრამებში, მაგალითად სხვადასხვა სკრინინგ პროგრამების დანერგვა, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ გარკვეული გააქტიურება შეინიშნება, რაც გამოიხატება ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის - ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებაში. ასე რომ, დღეს ჩვენ მოსახლეობას აქვს იმის საშუალება, რომ დროულად მიმართოს ექიმს და მოგეხსენებათ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილ პრობლემასთან ბრძოლა ბევრად ადვილია," - აცხადებს ხელაძე.

სისხლის მიმოქცევის სისტემების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები  სადღეისოდ როგორც სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზად არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში განიხილება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2008 წელს აღწერილი 17 მილიონზე მეტი სიკვდილის შემთხვევიდან, 3 მილიონზე მეტი რეგისტრირებულია 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში და ამ შემთხვევათა უმეტესი ნაწილი სისხლის მიმოქცევის დაავადებებზე მოდის. 

მედიკოსების ინფორმაციით, არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. ექსპერტთა შეფასებებით ეს რიცხვი 2030 წლისათვის 23,6 მლნ.-ს მიაღწევს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.