საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას
გიორგი ამილახვარი დაიკავებს.
ამილახვარმა, რომელიც 2021 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მიხეილ
ჩხენკელი შეცვალა.
გიორგი ამილახვარი 2018-2019 წლებში საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2010-2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის
ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში; 2008-2010
წლებში ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ საქართველოს
ფილიალის, „სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი; 2007-2008 მუშაობდა
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარი სპეციალისტის
თანამდებობაზე.
გიორგი ამილახვარს განათლება სამართალმცოდნეობის სპეციალობით აქვს
მიღებული. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური
ხარისხი.
მასალის გამოყენების პირობები