გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 თებერვალს
საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22
გრადუსამდე მოიმატებს.
1 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე კი დროგამოშვებით
ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27-28 თებერვალს და 1 მარტს უნალექო
ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება,
ხოლი 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები