ქუთაისის მერის მოადგილისა და შპს „სატრანსპორტო კომპანიის“
ხელმძღვანელის პოსტები კვლავ ვაკანტურია.
ქალაქის მერი ახალი პირების დანიშვნას ჯერ არ ჩქარობს.
ქუთაისის მერის მოადგილემ, ირაკლი ქარქაშაძემ თანამდებობა
24 ნოემბერს დატოვა, რამდენიმე დღის შემდეგ (29
ნოემბერს) კი, დაკავებული პოსტიდან წასვლის შესახებ
განცხადება „სატრანსპორტო კომპანიის“ ახლა უკვე ყოფილმა
ხელმძღვენელმა,
გიორგი გიორგობიანმაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
გაავრცელა.
ქუთაისის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე 2020 წლის 22 ივლისს
დაინიშნა. მან ნინო თვალთვაძე შეცვალა.
გიორგი გიორგობიანი კი „სატრანსპორტო კომპანიის“ უფროსი 2022 წლის 10
იანვარს გახდა.
ავტორი: ქეთი გელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები