ახალი ამბები
„შეუნარჩუნდება ძველი სახე“ - წყალტუბოში სანატორიუმ „თბილისის“ რეკონსტრუქცია სამი წელი გაგრძელდება
FaceBook
წყალტუბოში სანატორიუმ "თბილისის" რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. 

აღნიშნული სანატორიუმი "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში გამოცხადებული აუქციონის შედეგად გაიყიდა.

სანატორიუმი "თბილისი",  რომლის ფართობი 28 399 კვ.მ-ია, შპს "აკამ" შეიძინა, 3 მილიონ 152 300 ლარად. 

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სასტუმროს სრულად შეუნარჩუნდება ძველი სახე. თუმცა დაემატება რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი  და აუზები, რომლებიც სახურავზე განთავსდება. 

სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი იქნება. 



შენობის სრული რეკონსტრუქცია სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. 

###

სანატორიუმის ახალი მფლობელი კომპანიის დირექტორი  ჯამართა ჩარკვიანია. მან "ქართულ ოცნებას" 2021 წელს 60 ათასი ლარი შესწირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მის სახელს რამდენიმე კომპანია უკავშირდება. იგი გახლავთ შპს "აკა" - ს 97.38% პროცენტიანი წილის მფლობელი. ამის გარდა, წილები სხვადასხვა კომპანიებშიც უფიქსირდება. ესენია: შპს "აკა +"; შპს "დიღომი დეველოპმენტის "; და "შპს ჯი დი ჯგუფი". 

###


"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 14 ობიექტი – ხუთი პრემიუმ კლასის, ხუთი საშუალო კლასის სასტუმრო და ოთხი სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

ხელისუფლების რწმუნებით, წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას",- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 2 ობიექტი – სანატორიუმი "თბილისი" და სანატორიუმი "მედეა" გაიყიდა.

"მედეა" – 5 მილიონ 830 000 ლარად  შპს "ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ" შეიძინა.

უფრო ადრე წყალტუბოს, როგორც კურორტის განვითარებას და ამოქმედებას საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა. "მე გადავწყვიტე გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში", – ეს ამონარიდია ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, რომელიც "ქართული ოცნების" გვერდზე 2019 წელს გავრცელდა.

თუმცა საბოლოოდ წყალტუბოსთვის "ახალი სიცოცხლის შთაბერვა" სახელმწიფოს გადაებარა. 

სანატორიუმი „თბილისი“ 1951 წელს აშენდა.


გასული საუკუნის 90-იან წლებში სანატორიუმში დევნილები შეასახლეს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.