ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა.
პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი
ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 - გაფრინდა.
ხოლო დღეს 31 ოქტომბერს, 12:30-ზე რეისი ათენიდან შესრულდა, 13:30-ზე
კი ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდა.
აეროპორტი 24 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ გადაიდო.
ამის მიზეზად აეროპორტების გაერთიანება მეტეოროლოგიურ პირობებს
ასახელებდა.
10 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა.
მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გახლდათ. 10 ოქტომბრიდან
24 ოქტომბრის პერიოდში აეროპორტი რეისებს დროებით თბილისიდან
ასრულებდა.
ქუთაისის აეროპორტი 10 წელია ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა
და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები