2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733
ადამიანი კვლავ საქართველოში რჩება.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.
მონაცემები სამინისტრომ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატს,
ლევან ქარუმიძეს მიაწოდა.
დოკუმენტები პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ზუსტად იმავე პერიოდში,
საქართველოში ოთხჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა, ვიდრე უკრაინის,
სადაც ომი ამ დრომდე გრძელდება (25 779).
მასალის გამოყენების პირობები