გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23
გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება,
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი,
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისში 22 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს. 21
ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსის ფარგლებშია
მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები