სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში
განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა.
კანდიდატებს შორისაა, “სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა
დიალოგის“ თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე.
განცხადებების მიიღება 29 სექტემბერს დასრულდა. უკვე შერჩეულია
9-კაციანი კომისიაც, რომელიც ამ კანდიდატებს შეაფასებს. შეფასების
პროცესის დასრულების შემდეგ ფრაქციები დაასახლებენ ომბუდსმენობის
კანდიდატებს და პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს კანდიდატების
საპარლამენტო ფორმატში მოსმენას.
სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან:
ანა აბაშიძე – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“
ხელმძღვანელი;
მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და
პარტნიორები“ ადვოკატი;
გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
ლელა გაფრინდაშვილი – „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“
ხელმძღვანელი;
სოფო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა
და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული
პროფესორი;
ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი;
ალექსანდრე კობაიძე – „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“
თავმჯდომარე;
ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის
გამგეობის თავმჯდომარე;
ნუგზარ კოხრეიძე – „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა
დიალოგი“ თავმჯდომარე;
გიორგი მარიამიძე – „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი,
დირექტორი;
სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების
იურისტი;
მაკა მინდიაშვილი – „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი;
ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი;
ქეთევან ჩაჩავა – „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“
აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“
მმართველი პარტნიორი, დირექტორი;
იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი;
ნაზი ჯანეზაშვილი – „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს
ექნება შესაძლებლობა, რომ 21 ოქტომბრის ჩათვლით, მათი კანდიდატი
დაასახელონ.
„მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა დასახელდეს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე
გადავიდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები