სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს საწარმოო პროცესი 181
საზოგადოებრივ კვების ობიექტს (კაფე-ბარები, რესტორნები) შეუჩერა.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 1155 ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა გამოვლინდა.
სეს-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ძირითადად
ისეთი დარღვევები დაფიქსირდა, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური
ნორმების დარღვევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასათანადო
რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია და კონდენსატის დაგროვება.
„2022 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (კაფე-ბარები, რესტორნები) 3428
სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. გამოვლინდა 1155 ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, მათ შორის, საწარმოო პროცესის შეჩერების 181
შემთხვევა.
დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღევევა, მოუწესრიგებელი
ინფრასტრუქტურა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია,
კონდენსატის დაგროვება“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციაში.
ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები