ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაახლა რეკომენდაციები COVID-19-ის
სამკურნალოდ და რეკომენდაციას აღარ უწევს ორი პრეპარატის გამოყენებას.
„როიტერსის“ ინფორმაციით, საუბარია პრეპარატებზე - Sotrovimab და
Kazirivimab/imdevimab. ეს ორი პრეპარატი იყო ერთ-ერთი პირველი,
რომელიც გამოიყენებოდა COVID-19-ის სამკურნალოდ, მაგრამ უკვე
მოძველებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები შეიცვალა მას შემდეგ,
რაც ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა მედიკამენტების შეზღუდული
კლინიკური ეფექტურობა კორონავირუსის უახლესი შტამების წინააღმდეგ
ბრძოლაში.
ჯანმო-ს დასკვნა უკვე მხარდაჭერილია აშშ-ში, სადაც ასევე არ არის
რეკომენდებული სოტროვიმაბის და კაზირივიმაბის/იმდევიმაბის
გამოყენება.
თუმცა, ორივე პრეპარატი კვლავ რეკომენდებულია ევროკავშირის ქვეყნებში
გამოსაყენებლად.
ჯანმო-მ ასევე გააფართოვა რეკომენდაციები სხვა თერაპიისთვის
ანტივირუსული პრეპარატი Remdesivir-ით, რომელსაც კომპანია Gilead
აწარმოებს.
კერძოდ, ის ახლა გამოიყენება მძიმე COVID-19-ის მქონე პაციენტებში,
ასევე ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
მასალის გამოყენების პირობები