ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობა
დაიწყო.
ქალაქის ცენტრში მდებარე ამორტიზებული შენობა უკვე შემოღობილია, სადაც
ახალი სივრცის მოწყობითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.
მულტიფუნქციურ საგამოფენო სივრცეს 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ
შპს "ართვინ ჯორჯია" ახორციელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სივრცის
მოწყობა სრულად 2023 წლის 15 თებერვლისთვის
უნდა დასრულდეს.
ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, შენობას ძველი
იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.
თუ როგორი
უნდა იყოს ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე
ნახეთ
აქ.
ქუთაისის მერიას ყოფილი მუზეუმის შენობაში ახალი სივრცის მოწყობის
ელექტრონული ტენდერი თავდაპირველად
თებერვალში
გამოაცხადა, თუმცა მაშინ ამ თემით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა,
შესაბამისად, ტენდერიც ჩაშალათ.
მეორედ ტენდერი ივლისში გამოცხდდა (
NAT220012810), სადაც მხოლოდ ერთი კომპანია , შპს "ართვინ
ჯორჯიამ" მიიღო მონაწილობა, შესაბამისად, მერიამ ამ
კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.
პროექტი რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში
ფინანსდება.
ქუთაისის ცენტრში მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა, სადაც
მუზეუმი 2013 წლამდე ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე
დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას
გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა. წლების განმავლობაში
მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი
დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში
განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების
გამოსაფენად იყენებდა.
მასალის გამოყენების პირობები