ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები
დასრულდა.
10 სექტემბრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა აღდგება ყველა ტიპის
სატრანსპორტო საშუალებისთვის.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი
ტრანსპორტი თავიანთ სვლა-გეზებს დაუბრუნდება და კვლავ დადგენილი
განრიგით იმოძრავებს.
"ავტობუსები და მიკროავტობუსები გავლენ წითელი ხიდის მიმდებარე
ტერიტორიიდან.
რუსთაველის გამზირზე, ტურიზმის ცენტრიდან მერიამდე მონაკვეთზე, ისევ
აღდგება ცალმხრივი მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფალიაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გზა ერთი თვეა
ჩაკეტილია.
მასალის გამოყენების პირობები