უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია
განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24
თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი
ასეთია:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 51 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში
+650]
ტანკი – 2 122 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 4 575 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 1 237 ერთეული [+11]
MLRS – 306 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 159 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 239 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 211 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 888 ერთეული
[+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 214 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 399 ერთეული [+55]
სპეცტექნიკა – 114 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი
ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:
293 თვითმფრინავი
152 ვერტმფრენი
1 910 უპილოტო საფრენი აპარატი
374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 863 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
826 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 369 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 387 სპეციალური სამხედრო მანქანა
უკრაინაში 198 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები