ახალი ამბები
მარტი-ივნისის პერიოდში საქართველოში რუსეთის და ბელარუსის 64 742 მოქალაქე დარჩა
FaceBook
2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში საქართველოში  64 742 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე დარჩა.
ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

მათი ცნობით, დარჩენილი მოქალაქეებიდან 49 505 რუსეთის იყო , ხოლო 15 237 ბელარუსი.


2022 წლის მარტი-ივნისი პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 277 698 მოქალაქე, უკრაინის 74 385 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 54 147 მოქალაქე. წინა წლის მარტის თვესთან შედარებით, სამივე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის დროს არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტენდეციების თვალსაზრისით უფრო საინტერესოა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით არსებული მდგომარეობა.2019 წლის მარტის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში შემომსვლელი ბელარუსის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვნებელი 155%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 1%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 56%-ით შემცირდა'',- აღნიშნულია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში ვიზიტებთან დაკავშირებით მომდინარე საფრთხეების ანალიზის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი საქართველოში დარჩენის მაჩვენებლების ანალიზი. 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობით დგინდება, რომ ამ პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 49 505-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან, ბელარუსის 15 237-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა, ხოლო უკრაინის 15 050-ით მეტი მოქალაქე. 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის 16 476-ით მეტი მოქალაქე, უკრაინის 10 373-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11 531-ით მეტი მოქალაქე.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #IDFI
მსგავსი სიახლეები
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა
დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
11:33 / 21.11.2024
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.
16:53 / 20.11.2024
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.