წყალტუბოს განახლების პროექტის ფარგლებში, ხელისუფლება ქალაქში
არსებულ სანატორიუმებს ყიდის. აუქციონზე გამოტანილ
ი 14 სანატორიუმიდან 2
უკვე გაიყიდა.
გასაყიდი ობიექტების ნუსხაშია ყოფილი სანატორიუმი „აია“, რომელიც 1985
წელს აშენდა. სანატორიუმი, რომლის მიწის ფართობი 34 342 კვ.მ-ს, ხოლო
შენობის ფართობი: 14 820 კვ.მ-ს შეადგენს, აუქციონზე 2 802 300 ლარად
იყიდება.
წყალტუბოს აღორძინების პირობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა
ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2019 წელს დადო. ამის შესახებ მან განცხადება
გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ქართუ ფონდი" სანატორიუმებს
შეისყიდდა, წყალტუბოს განვითარების პროექტს კი შვეიცარიული
საკონსულტაციო კომპანია „KohL&Partners“ შეიმუშავებდა.
გეგმის ფარგლებში , წყალტუბოში დამატებით უნდა აშენებულიყო ბავშვთა
მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის
მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და
რესტორნები. ჯამში, ამ ინვესტიციით ქალაქში 15 000 - 20 000 ადამიანის
დასაქმება იყო დაანონსებული.
წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მორიგ ჯერზე პრემიერმა
დააანონსა. 5 ივლისს, იმერეთში ვიზიტად მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა
განაცხადა, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტში კერძო სექტორთან ერთად
სახელმწიფოც ჩაერთვება.
მასალის გამოყენების პირობები