ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს
აქვეყნებს.
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის
ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით + 177%
-იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის
კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 პროცენტს
შეადგენს.
„ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711
შეადგინა, რაც + +115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით
ტურისტული ვიზიტები 80.6% %-ით არის აღდგენილი.
2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო
მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან
შედარებით +214% - ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
აღდგენამ 47.2% შეადგინა.
2022 წლის 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ
1,668,983 შეადგინა, რაც +162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით
ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი“,- ნათქვამია ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები