2022 წლის იანვარ-ივნისში
საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $1.14 მილიარდი დოლარის
შემოსავალი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ყველაზე დიდი შემოსავალი ივნისში
დაფიქსირდა, 387 000-მა ვიზიტორმა $302 მილიონი დოლარი
დახარჯა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის
მიხედვით, ბოლო ექვს თვეში ყველაზე მეტი ტურისტი ქვეყნების მიხედვით
რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, საიდანაც წელს, ვიზიტორებთან ერთად,
გრძელვადიანი მიგრანტები შემოვიდნენ. ჯამურად, რუსებმა წელს
საქართველოში $219 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი
ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 122.6 მილიონი
დახარჯეს.
ქვეყნების მიხედვით ხარჯები ასე
ნაწილდება:
1. რუსეთი - $219 მილიონი, 247 149
ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $885
2. ბელარუსი - $123 მილიონი, 41 955
ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $2,922
3. ევროკავშირი - $121 მილიონი, 97
496 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,240
4. თურქეთი - $109 მილიონი, 262 137
ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $415
5. უკრაინა - $108 მილიონი, 70 903
ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,523
6. ისრაელი - $105 მილიონი, 84 577
ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,237
7. სომხეთი - $43 მილიონი, 195 770
ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $218
8. აზერბაიჯანი - $39 მილიონი, 66
398 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $592
9. საუდის არაბეთი - $38 მილიონი,
29 763 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,277
10. ირანი - $31 მილიონი, 37 229
ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $838
დანარჩენი ქვეყნები - $208.7
მილიონი დოლარი.
მთლიანობაში 2022 წლის პირველ
ნახევარში, 1.43 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა
საქართველოში
მასალის გამოყენების პირობები