ახალი ამბები
„ხანუმა“ ყაზახურად - თეატრალურ ფესტივალზე ყაზახურ სპექტაკლს წარმოადგენენ
FaceBook
ფესტივალში "თეატრალური იმერეთი 2022" ყაზახური აქტაუ მანგისტაუსის სახელობის რეგიონალური დრამატული მუსიკალური თეატრი მიიღებს მონაწილეობას. 

ყაზახური თეატრი ქართველი დრამატურგის აქვსენტი ცაგარელის "ხანუმა"-ს მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს. ქართული პიესის ყაზახური სპექტაკლის რეჟისორი გულსინა მირგალიევაა. 

სპექტაკლი 22 ივნისს 18 საათზე მესხიშვილის თეატრში გაიმართება. 

ფესტივალი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის სპექტაკლით "ნუ გააღვიძებ" გაიხსნა. 

"თეატრალური იმერეთი 2022"-ის დასკვნითი ნაწილიც ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

მანამდე კი საფესტივალო სპექტაკლების ნაწილს მუნიციპალიტეტებში წარმოადგენენ, ნაწილს კი მესხიშვილისა და ქუთაისის ოპერის თეატრები უმასპინძლებენ. 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის ყველა პროფესიული თუ სახალხო თეატრი, ასევე დამოუკიდებელი დასები, მათ შორის თბილისიდან. 

წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი.

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.