ახალი ამბები
როგორ გვატყუებს ქუთაისის მერია
FaceBook
ქუთაისში, ისტორიული ბალახვნის კიბეების რეკონსტრუქცია, რომელიც ხუთ თვეში უნდა დასრულებულიყო, მერვე თვეა მიმდინარეობს და კიდევ, სულ მცირე, თვენახევარი გაგრძელდება.

ბოლო ვადა, რაც ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პროცესის დასრულების სავარაუდო დროდ დაასახელა, ივლისის ბოლოა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ბრიტანია კონსტრაქშენს" მერიამ დრო ოთხი თვით, მიმდინარე წლის 19 ივლისამდე გაუხანგრძლივა. მიზეზი იგივეა, რასაც მერია თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს იყენებს - გაუთვალისწინებელი სამუშაოები.

ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რაც სამუშაოებისთვის გათვალისწინებული დროის თითქმის გაორმაგების მიზეზი გახდა, ობიექტზე გამოვლინდა შეუსაბამობა არსებულ რეალობასა და საპროექტო დოკუმენტაციის ჩანაწერს შორის, კერძოდ, დასაკორექტირებელი იყო კიბის საფეხურებისა და ბეტონის სკამების ზომები.

ნაცნობი მეთოდით სამუშაოების გაჭიანურების პარალელურად, მერია ციფრებითაც მანიპულირებს. ერთი მხრივ, პროექტის განსახორციელებლად ტენდერში მონაწილე დაბალი ფასის მქონე კომპანიას არჩევს, თუმცა, მეორე მხრივ იყენებს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის უფლებას და სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას ზრდის.

სწორედ ასე მოხდა ბალახვნის კიბეების შემთხვევაში.

როგორც ირკვევა, კომპანია "ბრიტანია კონსტრაქშენი" სამუშაოებში მის სამ კონკურენტს შორის ყველაზე დაბალ თანხას, 673 821 ლარს ითხოვდა. მერიამაც, ელექტრონული ტენდერის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - თანხის დაზოგვის დაცვით, გამარჯვებულად ნაკლები ხარჯის მქონე პრეტენდენტი გამოაცხადა და 2021 წლის 28 ოქტომბერს ხელშეკრულებაც გაუფორმა. პირველივე შესაძლებლობისთანავე მერიას ხელშეკრულებაში ცვლილება შეაქვს და დამატებითი სამუშაოების საჭიროების მიზეზით, კომპანიას დამატებით 67 370 ლარს აძლევს. შედეგად, პროექტის მთლიანი ხარჯთაღრიცხვა 741 191 ლარამდე იზრდება და აჭარბებს ტენდერში მონაწილეების მიერ დაფიქსირებულ ყველაზე მაღალი ფასსაც კი.




ტენდერში მონაწილე კომპანიები და მათ მიერ მოთხოვნილი თანხა სამუშაოების შესასრულებლად:




გამოდის, რომ მერია ფორმალურად შეეცადა ხელშეკრულება იმ კომპანიასთან დაედო, რომელმაც სამუშაოებში ყველაზე დაბალი თანხა დააფიქსირა, თუმცა, რეალურად იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიები ითხოვდნენ. 

გაჭიანურებულ სამუშაოებსა და შეცვლილ ხარჯთაღრიცხვაზე მერიაში განმარტებას არ აკეთებენ. მერიის პრესსამსახურმა არც პასუხისმგებელ პირთან შეგვახვედრა და არც წერილობით გაგზავნილ შეკითხვებზე გვიპასუხა. სატელეფონო ზარს არ პასუხობს არც კომპანია "ბრიტანია კონსტრაქშენის" დირექტორი. 



ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციას მერია გრანტის ფარგლებში გეგმავს

ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება

ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ტენდერი მეორედ ჩაიშალა

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე: ნახეთ აქ

ქუთაისში შადრევნების რეაბილიტაციის პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.