რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 376.6%-ით გაიზარდა.
სხვანაირად რომ ვთქვათ მიმდინარე წლის მაისში რუსი ვიზიტორების
რაოდენობა გახუთმაგდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების
რაოდენობა 376.6%-ით არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოს 51 561
ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი
10 818 იყო.
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ტოპ-15 ქვეყანას შორის
პირველ ადგილს იკავებს თურქეთი - 60 184 ვიზიტორით, მეორე რუსეთი - 51
561 ვიზიტორით, მე-3 ადგილს კი სომხეთი იკავებს 42 606 ვიზიტორით.
მასალის გამოყენების პირობები