ბოლო 24 საათის განმავლობაში,
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1
021 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 9
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლინდა 233
შემთხვევა, აჭარაში - 20, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 16, შიდა
ქართლში – 40, გურიაში – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48, კახეთში –
46, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და
ქვემო სვანეთში – 19.
ამ დროისთვის საქართველოში
კორონავირუსის 1 647 796 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის
გამოჯანმრთელდა 1 623 453, გარდაიცვალა 16 739 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები