ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 34 - ე დღეს
FaceBook
უკრაინის გენშტაბის ბოლო 24 საათის მონაცემებით, აღმოსავლეთის ოპერატიული და ტაქტიკური ჯგუფის ცნობით, 28 მარტს დაიღუპა რუსეთის სახმელეთო ჯარების 58-ე არმიის მეთაური და შტაბის უფროსი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ ჩამოაგდო 17 რუსული საჰაერო სამიზნე. განადგურებულია: 8 თვითმფრინავი, 4 უპილოტო საფრენი აპარატი, 3 ვერტმფრენი და 2 რაკეტა.

33 დღიანი ომის განმავლობაში უკრაინამ გაანადგურა:

597 ტანკი

17 200 ჯარისკაცი

1710 საბრძოლო ბრონირებული მანქანა

303 საარტილერიო სისტემა

54 მიწა-ჰაერი რაკეტა

127 თვითმფრინავი

71 დრონი

1178 სამხედრო ავტომობილი

7 გემი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რწმუნებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში:

მაღალი სიზუსტის საჰაერო გაშვებულმა საკრუიზო რაკეტებმა გაანადგურეს დიდი საწვავის ბაზა რივნეს რაიონის სოფელ კლევანთან; რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა სოფელ ჩერნობაევკას მიდამოში გაანადგურეს 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი; ოპერატიულ-ტაქტიკური თვითმფრინავმა უკრაინის 68 სამხედრო ობიექტს დაარტყა. მათ შორის: სამ სამეთაურო პუნქტს, ოთხ საზენიტო-სარაკეტო სისტემას, ერთ სარადარო სადგურს და ხუთ მრავალჯერად სარაკეტო გამშვებ მოწყობილობას.

საერთო ჯამში, როგორც რუსული მხარე უწოდებს - "სპეცოპერაციის" დაწყებიდან მოყოლებული, გაანადგურეს:

123 თვითმფრინავი

74 შვეულმფრენი

311 უპილოტო საფრენი აპარატი

1738 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

181 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური

726 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები

1,592 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 34 დღეა ომია. რუსმა ოკუპანტები 24 თებერვალს შეიჭრნენ უკრაინაში, დაბომბეს და დაანგრიეს ათობით ქალაქი, დაიღუპა ათასობით ადამიანი და ლტოლვილად იქცა 3.5 მილიონი უკრაინელი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.