ახალი ამბები
"სამსახურებში ვეღარ დავდივართ" - ქუთაისში საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს
FaceBook
ქუთაისში, მოქალაქეებმა საწვავზე  და საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს. 
მოქალაქეები რკინისგზის სადგურთან შეიკრიბნენ, სადაც თავიანთი მოთხოვნა გაახმოვანეს.

"უკვე 4 ლარზე მეტი ღირს და სამსახურებშიც ვეღარ დავდივართ, ხელფასი იგივე რჩება და ყველაფრის ფასი იზრდება. ჩვენი მოთხოვნაა, საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება, რომელიც 80-90% -ით გააიფებს საწვავზე ფასს.  ასევე, გამოვიდეს ვინმე ხელისუფლებიდან და აგვიხსნან რაშია საქმე?! ყველაფერი ძვირდება და პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ", -  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ლოლაძემ. 

აქციის მონაწილეების თქმით, საწვავის გაძვირება  მიბმულია სხვა სოციალურ საკითხებთან, რომელზეც ფასები ისედაც გაძვირებულია და არ არის გამორიცხული,  რომ  ფასთა მატება ისევ გაგრძელდეს. 

"ყოველდღე კი არა დღეში სამჯერ იცვლება საწვავის ფასი და ყოველ ჯერზე იმატებს. გამოვიდეს მთავრობიდან ვინმე  და გეგმა წარმოგვიდგინონ",  - ამბობენ აქციის მონაწილეები. 

ქუთაისის გარდა, საწვავზე გაზრდილი ფასები  თბილისშიც  გააპროტესტეს. 

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ შესაბამისი კომპეტენტური პირები შეხვდნენ და საინიციატივო ჯგუფი შექმნან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ქსელებში რეგულარის მარკის ბენზინი 3.71-3.77 ლარი ღირს, პრემიუმის ფასი 3.85 ლარს, სუპერის კი 3.99 ლარს აჭარბებს. 

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაზღვევის მექანიზმზე სამინისტროში მუშაობა დაწყებული აქვს, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კონკრეული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სამინიტროში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.