უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, დღეს
დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ორი ჰუმანიტარული დერეფანი
გაიხსნება.
„დღეს შეთანხმებულია 2 ჰუმანიტარული დერეფანი დონეცკისა და ლუგანსკის
რეგიონებისთვის. დონეცკის ოლქში: ქალაქ მარიუპოლიდან ზაპორიჟიემდე
საკუთარი ტრანსპორტით. ასევე განხორციელდება ევაკუაცია ქალაქ
ბერდიანსკიდან ზაპოროჟიეში“, - განაცხადა მან.
ვერეშჩუკის თქმით, ზაპოროჟიედან მითითებული მარშრუტით ახლა 15
ავტობუსი მიემგზავრება.
ვიცე-პრემიერი განცხადებით, მარიუპოლში მათი ჩასვლის დრო დამოკიდებული
იქნება რუსი სამხედროების საგუშაგოების გავლის სიჩქარეზე.
ლუგანსკის რაიონში შეთანხმებულია დერეფანი ქალაქ რუბიჟნოედან
ბახმუტამდე.
უკრაინაში ომის 32-ე დღეა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ
განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან
მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული
დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
მასალის გამოყენების პირობები