ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პოლონეთში ოფიციალური შეხვედრების დასრულების
შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა.
ვრცელ მიმართვაში ამერიკის ლიდერმა ისაუბრა პუტინზე, რომელსაც კიდევ
ერთხელ უწოდა ავტოკრატი და თქვა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინაში ვერ
განხორციელდება.
"ეს ომი არის მძიმე კრახი რუსეთის
ფედერაციისთვის. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ
საკუთარი სამშობლოსთვის, ამის ნაცვლად, მათ ნახეს უკრაინელების
სიმამაცე და რუსეთმა მიიღო
ის, რასაც არ ელოდა. დემოკრატია აღორძინდა მთელ ევროპაში და ეს არის
ის, რასაც ვესწრაფვოდით მთელი ამ წლების განმავლობაში", -
განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით
აღნიშნა, რომ პუტინი ნატოს ვერ დაასუსტებს, რადგან ნატო ძლიერია და ის
კიდევ უფრო გაზრდის თავის ძალებს მშვიდობის
უზრუნველსაყოფად.
მან ასევე ისაუბრა უკრაინელ
დევნილებზე, რომლებიც მან პოლონეთში მოინახულა და თქვა, რომ ძალიან
დათრგუნულია ამით, თუმცა, აღფრთოვანებულია პოლონელების გულუხვობით,
რომლებმაც გულის კარი გაუღეს უკრაინელებს.
ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები