ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს შედგება
FaceBook
დღეს გაგრძელდება მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, რომელიც ბოლოს 15 მარტს შედგა.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ერთკვირიან შუალედში ჯგუფები მოლაპარაკებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინტენსიურად მუშაობდნენ.

"დილით შემდეგი რაუნდია. მანამდე სამუშაო ქვეჯგუფებში მიმდინარეობდა უაღრესად ინტენსიური მუშაობა",
- თქვა პოდოლიაკმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მხარეებს შორის ორი პირისპირ და ორი ონლაინ შეხვედრა გაიმართა, თუმცა, მოლაპარაკებათა ოთხივე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. დელეგაციებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა 15 პუნქტიანი დოკუმენტის შავი ვერსია შეიმუშავეს, სადაც საუბარი იყო უკრაინის მიერ ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის გამოცხადებაზე, რის სანაცვლოდაც რუსეთს ცეცხლი უნდა შეეწყვიტა და უკრაინიდან ჯარი გაეყვანა. ამის შესახებ განმარტება გააკეთა მიხაილო პოდოლიაკმა და თქვა, რომ გავრცელებულ დოკუმენტში რუსული მხარის ინტერესებზე იყო საუბარი და რომ უკრაინას თავისი პირობები აქვს. უკრაინა ნეიტრალიტეტზე მანამდეც საუბრობდა, თუმცა, აცხადებდა, რომ ეს არ იქნებოდა შვედეთის ან ავსტრიის მსგავსი მოდელი და უკრაინას, ასეთ შემთხვევაში, ექნებოდა განსხვავებული, უკრაინული მოდელი.

დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პარალელურად, 10 მარტს ანტალიაში ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, თუმცა, მათი შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა.

ახლა ყველა უკრაინა-რუსეთის პირველი პირების შეხვედრის მოლოდინშია, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ შეხვედრის შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.