ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის
სამხედრო დახმარებას გაუწევს.
დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი პირდაპირ ეთერში
მოაწერდა.
დახმარება მოიცავს 800 ერთეულ მცირე და შორ მანძილზე მოქმედ
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, 9000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას,
7000 ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს, 20 მილიონ ჭურვს, შეიარაღებულ ე.წ.
კამიკაძე დრონებს.
ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვას, დათანხმდება თუ არა ნატო
უკრიანის ცის დახურვას, არ უპასუხა.
უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა
ნატოს წევრ ქვეყნებს დახურონ ცა უკრაინის თავზე.
უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები